ჩვენ შესახებ

Ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსდა. Ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს საუკეთესო ხარისხის განათლება მივცეთ და ისინი 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის მოვამზადოთ. დინამიკური და ინდივიდუალიზებული სასწავლო გარემო, მაღალკვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი და ინოვაციური სასწავლო რესურსები თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

მოგესალმებით

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სამოქალაქო ცნობიერება და ღირებულებები, რის საფუძველზეც შეძლებენ წვლილის შეტანას საზოგადოების განვითარებაში. საერთაშორისო აკადემიური პროგრამები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, გამოავლინონ ინტელექტუალური შესაძლებლობები და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

მისია  და ღირებულებები

Ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსდა. Ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს საუკეთესო ხარისხის განათლება მივცეთ და ისინი 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის მოვამზადოთ. დინამიკური და ინდივიდუალიზებული სასწავლო გარემო, მაღალკვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი და ინოვაციური სასწავლო რესურსები თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

სკოლამდელი განათლება

დაწყებითი სკოლა

საბაზო სკოლა

საშუალო სკოლა

სოციალური მედია

კლასგარეშე პროგრამები

აკადემიური პროგრამები

ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს მივცეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება. ჩვენ გვჯერა, რომ სწრაფად ცვლილებად, დინამიკურ სამყაროში შესაბამისი განათლება უმთავრესი ელემენტია წარმატების მიღწევის გზაზე. საგანგებოდ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეეჭიდონ მათი ასაკის შესაბამის აკადემიურ გამოწვევებს, განივითარონ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, წარმატებით გააგრძძელონ სწავლა ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საკლასო ოთახებს მიღმა

ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასგარეშე აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს, რის საფუძველზეც ბავშვებს საკუთარი ინტერესების შესაბამის თემატურ კლუბებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ (სპორტი, მეცნიერება, პროგრამირება, ხელოვნება და სხვა). მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და სპექტაკლებს, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები თავიანთ შესაძლებლობებს მოსინჯავენ.