აკადემიაში 27 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით არდადეგებია დაწყებითი სკოლის (I-VI კლასების) მოსწავლეებისთვის. სწავლა განახლდება ორშაბათს, 5 მარტს.
24.02.2012
მე-100 დღე სკოლაში!
პარასკევს, 24 თებერვალს სკოლაში სწავლის მე-100 დღეს აღვნიშნავთ! დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ მშობლების საინფორმაციო წერილი ან ელექტრონული დღიურის ახალი ამბების/განცხადებების განყოფილება. შემოგვიერთდით!
21.02.2012
ბლინების დღე
შემოგვიერთდით აკადემიის კაფეტერიაში ბრიტანული "ბლინების დღის" აღსანიშნავად!
20.01.2012
ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან
20 იანვარს გაიმართება აკადემიის მოსწავლეების მშობლების ინდივიდუალური შეხვედრები ყველა საგნის მასწავლებლებთან.
16.12.2011
საახალწლო ღონისძიება
მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის აქტივობაში: ნამცხვრების მორთვა, ღია ბარათების დამზადება, ხელოვნება, საახალწლო ფილმი, გასართობი თამაშები, სანტა კლაუსის ვიზიტი.
აკადემია ასევე უმასპინძლებს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს რუსთავისა და დუშეთის საოჯახო ტიპის სახლებიდან. პროექტი დააფინანსეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურომ (IREX) და ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ. პროექტში მონაწილეობენ IREX-ისა და ორგანიზაცია Every Child-ის წარმომადგენლები.