20 იანვარს გაიმართება აკადემიის მოსწავლეების მშობლების ინდივიდუალური შეხვედრები ყველა საგნის მასწავლებლებთან.
16.12.2011
საახალწლო ღონისძიება
მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის აქტივობაში: ნამცხვრების მორთვა, ღია ბარათების დამზადება, ხელოვნება, საახალწლო ფილმი, გასართობი თამაშები, სანტა კლაუსის ვიზიტი.
აკადემია ასევე უმასპინძლებს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს რუსთავისა და დუშეთის საოჯახო ტიპის სახლებიდან. პროექტი დააფინანსეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურომ (IREX) და ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ. პროექტში მონაწილეობენ IREX-ისა და ორგანიზაცია Every Child-ის წარმომადგენლები.
14.12.2011
მოსწავლეთა ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
აკადემიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა მოხმარდება რუსთავისა და დუშეთის საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებთა საჩუქრებს.
02.12.2011
სკოლის ფერების დღე
სკოლაში გამოცხადდი აკადემიის ფერებში გამოწყობილი. ჩაიცვი წითელ, ლურჯ და/ან თეთრ ფერებში. გაიმართება მოსწავლეების მიერ შექმნილი სიმღერებისა და ცეკვების წარმოდგენა. მოდი და გვაჩვენე, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემიელი ხარ!
01.12.2011
შეუსაბამობისა და უკუღმართობის დღე
ჩაიცვი ტანსაცმელი უკუღმა, შეუხამებლად და სასაცილოდ! მოძებნე რაც შეიძლება სახალისო კომბინაციები! გაიმართება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.