GEO
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
 

  00:25  ოთხშაბათი 13.12.2017
   ჩვენ შესახებ
   მიღება
   ინფორმაცია
   
 





 
 

ბრიტანულ-ქართული აკადემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანამანათლებლო სკოლაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მიზანია მოსწავლეებს მისცეს საუკეთესო ხარისხის განათლება, რომელიც მათ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მოამზადებს. აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ საერთაშორისო პროგრამებს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. ყოველწლიურად აკადემიის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოსა და საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

ინფრასტრუქტურა

ბრიტანულ-ქართული აკადემიის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, ვაკეში. დაწყებითი კლასების დიდ ნაწილში განთავსებულია ინტერაქტიული დაფები. აკადემიას ასევე აქვს სათანადოდ აღჭურვილი ხელოვნებისა და მუსიკის ოთახები, კომპიუტერების ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს შემეცნებითი, მხატვრული და პროფესიული ლიტერატურის მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან კოლექციას.

მასწავლებლები

ბრიტანულ-ქართული აკადემიის პერსონალი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციითა და სწავლების ხანგრძლივი გამოცდილებით. მასწავლებლების უმრავლესობას მიღებული აქვს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში როგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან ასევე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ბრიტანული საერთაშორისო დეპარტამენტში ასწავლიან გამოცდილი და მაღალკვალიფიკაციური ბრიტანელი და ამერიკელი მასწავლებლები. აკადემიის მასწავლებლების ნაწილი ტრეტერის სტატუსით მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროგრამებში. მასწავლებლებლები ასევე რეგულარულად იღებენ მონაწილეობას პროფესიული განვითარების ტრენინგებში.

დეკემბერი 2017

კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31


ლეო კვაჭაძის 17
ტელ: 2 251 253; 2 294 295
ელ. ფოსტა: bga@bga.ge
ვებ-გვერდი: www.bga.ge
FACEBOOK
 
მთავარი გვერდი მიღება დაწყებითი სკოლა საბაზო და საშუალო სკოლა სკოლამდელი განათლების ცენტრი ინგლისური ენის ცენტრი
© 2010 ბრიტანულ-ქართული აკადემია Created by RENDER PRODUCTION