GEO
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
 

  00:23  ოთხშაბათი 13.12.2017
   ჩვენ შესახებ
   მიღება
   ინფორმაცია
   
 





 
 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიტანულ-ქართული აკადემიის ვებ-გვერდზე. მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდი დაგეხმარებათ აკადემიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

განათლება დღევანდელ დინამიურ და სწრაფცვლილებად გლობალურ სამყაროში წარმატების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია თითოეულ ბავშვს მივცეთ საკუთარი აკადემიური და პიროვნული პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზების შესაძლებლობა, და აღვჭურვოთ მოსწავლეები იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ საკუთარი მიზნებისა და ოცნებების მიღწევაში დაეხმარება.

თანამედროვე ქართული და ბრიტანული სასწავლო პროგრამები, მრავალფეროვანი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახები, უსაფრთხო და მასტიმულირებელი სასწავლო გარემო, მოსწავლეთა მაღალი მიღწევების მოლოდინი, კვალიფიციური და მზრუნველი მასწავლებლები, სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდები, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები - ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ მახასიათებლებისა, რომელთა გამოც შეგიძლიათ, თქვენი არჩევანი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაზე შეაჩეროთ.

მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში და მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

გისურვებთ წარმატებებს!

ნათია ჯანაშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი

 
დეკემბერი 2017

კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31


ლეო კვაჭაძის 17
ტელ: 2 251 253; 2 294 295
ელ. ფოსტა: bga@bga.ge
ვებ-გვერდი: www.bga.ge
FACEBOOK
 
მთავარი გვერდი მიღება დაწყებითი სკოლა საბაზო და საშუალო სკოლა სკოლამდელი განათლების ცენტრი ინგლისური ენის ცენტრი
© 2010 ბრიტანულ-ქართული აკადემია Created by RENDER PRODUCTION