Ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსდა. Ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს საუკეთესო ხარისხის განათლება მივცეთ და ისინი 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის მოვამზადოთ. დინამიკური და ინდივიდუალიზებული სასწავლო გარემო, მაღალკვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი და ინოვაციური სასწავლო რესურსები თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სამოქალაქო ცნობიერება და ღირებულებები, რის საფუძველზეც შეძლებენ წვლილის შეტანას საზოგადოების განვითარებაში. საერთაშორისო აკადემიური პროგრამები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, გამოავლინონ ინტელექტუალური შესაძლებლობები და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.
მოსწავლეთა IV საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმი ყურადღება! იწყება მოსწავლეთა IV საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია! ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (BIST) იწვევს 14+ წლის მოსწავლეებს საკუთარი იდეების, კვლევებისა და შემოქმედების წარსადგენად! გაინტერესებს მეცნიერება, ტექნოლოგიები ან ხელოვნება? ეს შენი შანსია! სიმპოზიუმის მიმართულებები: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; გამოყენებითი და თეორიული მეცნიერებები; მათემატიკა და კომპიუტერული […]
ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) საერთაშორისო სკოლების საბჭოს (Council of International Schools — CIS) ოფიციალური წევრი გახდა. ამ ნაბიჯით ჩვენი სკოლა შეუერთდა გლობალურ პროფესიულ საზოგადოებას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1,600-ზე მეტ წამყვან სკოლასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს. ჩვენთვის CIS-ის წევრობა უკვე დამკვიდრებული მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტების საერთაშორისო აღიარება და, ამავდროულად, განვითარების ახალი ეტაპია. ეს სტატუსი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ […]
საქართველოში პირველად Model UK Parliament გაიმართა 27–29 ივნისს ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ უმასპინძლა საქართველოში პირველად გამართულ Model UK Parliament-ს – ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირების სამდღიან საგანმანათლებლო პროექტს, რომელშიც მონაწილეობა 30-მდე საჯარო და კერძო სკოლის 90-მდე მოსწავლემ მიიღო. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ბრიტანეთის პარლამენტის წევრების როლი მოირგეს, იმუშავეს ხუთ პარტიასა და სამ კომიტეტში, წარადგინეს ინიციატივები, ჩაერთნენ დებატებში და ინგლისურ ენაზე […]
როგორ მიიღო ალმუჰამედმა ექვსი უნივერსიტეტის შეთავაზება და UMass Amherst-ში სწავლის უფლება შეუძლია თუ არა თბილისში მიღებულ განათლებას, მოსწავლეს ამერიკის უნივერსიტეტისკენ გზა გაუხსნას და სოლიდური სტიპენდიაც მოაპოვებინოს? გაიცანით ალმუჰამედ კანატ კურმანგაზული – ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) მოსწავლე, რომელიც სწავლას აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, University of Massachusetts Amherst-ში გააგრძელებს. ალმუჰამედის ისტორია კარგად აჩვენებს, […]
ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან Carnegie Mellon University-მდე: იოანე კვიჟინაძის გზა როგორ იწყება გზა მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტამდე? გაიცანით იოანე კვიჟინაძე – ბრიტანულ–ქართული აკადემიის IB Diploma Programme-ის 2025 წლის კურსდამთავრებული და დღეს უკვე Carnegie Mellon University-ის Tepper School of Business-ის Business Administration and Management-ის სტუდენტი. იოანეს ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ საგანმანათლებლო გარემოსა და იმ შესაძლებლობებს, […]
ვიწვევთ სპიკერებს 2026 წლის 21 აპრილს დაგეგმილ TEDx Lisi Lake Youth 2026 ღონისძიებისათვის! ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება: მოსწავლეებს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით საჯარო და კერძო სკოლებიდან თემა: “When” – გამოსვლა შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ თემას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ტექნოლოგიებს,ლიდერობას და სხვა. სარეგისტრაციო პროცესი: შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 9 მარტამდე: https://forms.gle/AurFDJoJavnZyNDv8 შერჩეულმა კანდიდატებმა 30 მარტამდე უნდა გადმოგვიგზავნონ მოკლე ვიდეო […]
Ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსდა. Ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს საუკეთესო ხარისხის განათლება მივცეთ და ისინი 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის მოვამზადოთ. დინამიკური და ინდივიდუალიზებული სასწავლო გარემო, მაღალკვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი და ინოვაციური სასწავლო რესურსები თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს მივცეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება. ჩვენ გვჯერა, რომ სწრაფად ცვლილებად, დინამიკურ სამყაროში შესაბამისი განათლება უმთავრესი ელემენტია წარმატების მიღწევის გზაზე. საგანგებოდ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეეჭიდონ მათი ასაკის შესაბამის აკადემიურ გამოწვევებს, განივითარონ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, წარმატებით გააგრძძელონ სწავლა ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასგარეშე აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს, რის საფუძველზეც ბავშვებს საკუთარი ინტერესების შესაბამის თემატურ კლუბებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ (სპორტი, მეცნიერება, პროგრამირება, ხელოვნება და სხვა). მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და სპექტაკლებს, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები თავიანთ შესაძლებლობებს მოსინჯავენ.
კურსდამთავრებული
სპორტული ინფრასტრუქტურა
კლუბი
მოსწავლეთა რაოდენობა